კვარაცხელიას “ნაპოლის” მნიშვნელოვანი გაძლიერება – მაკტომინეის “პარტენოპეიში” ოფიციალურად გადაბარგება დროის ამბავია

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საბოლოოდ გადაწყდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” 27 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას “ნაპოლიში” განაგრძობს.
“პარტენიპეი” ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მისი შემდეგი გაყიდვიდან კი პროცენტები “წითელ ეშმაკებსაც” შეხვდებათ.
მაკტომინეის უახლოეს პერიოდში ელოდებიან ნეაპოლში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ის “მანჩესტერ იუნაიტედის” აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში ჰქონდა გატარებული.