ალექსანდრ სირსკი – კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ, ტყვედ მტრის 594 ჯარისკაცი ავიყვანეთ

კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ, ტყვედ მტრის 594 ჯარისკაცი ავიყვანეთ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით, 1294 კვადრატულ კილომეტრს ვაკონტროლებთ, ეს 100 დასახლებული პუნქტია. საგრძნობლად შევავსეთ ტყვეების გაცვლის ფონდი. ტყვედ ს შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი რუსული ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა იყო.
„ამჟამად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსკის მიმართულებით უკვე დაახლოებით 30 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა გადაყვანილი და ეს მაჩვენებელი იზრდება“, – აღნიშნა ალექსანდრ სირსკიმ.