ირაკლი ნადირაძე – ხელისუფლებამ ქართული დიპლომატია დაასუსტა და დიპლომატიური სტრუქტურები ჩამოშალა – არჩევნების შემდგომ მთავარი ამოცანა ქართული დიპლომატიის გაძლიერება იქნება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართული დიპლომატია დაასუსტა და დიპლომატიური სტრუქტურები ჩამოშალა, ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მთავარი ამოცანა ქართული დიპლომატიის გაძლიერება იქნება.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ამოცანაა არა ქვეყნის ევროინტეგრაცია და გაძლიერება, არამედ ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, რაც კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს და უმუშევრობას გამოიწვევს ამ ქვეყანაში. ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ გავაძლიეროთ ქართული დიპლომატია, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, აღვადგინოთ მჭიდრო კავშირები და ურთიერთობები აშშ-თან, სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვქონდეს მათთან სავაჭრო ურთიერთობები და ამ ყველაფერმა ჩვენს ხალხს მოუტანოს კეთილდღეობა და ხალხმა იცხოვროს ევროპულად, ღირსეულად, მაღალი შემოსავლებით და აღარ იყოს გაჭირვება, სიღარიბე, რის გამოც უამრავი ადამიანი პერიოდულად ტოვებს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ