მაკრონი: Telegram-ის დამფუძნებლის დაპატიმრება არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად არ დაუპატიმრებიათ საინტერენეტო შეტყობინებების აპლიკაციის, Telegram-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რუსული წარმომავლობის მქონე მილიარდერი, პაველ დუროვი.
“Telegram-ის პრეზიდენტის საფრანგეთის მიწაზე დაპატიმრება იყო ნაწილი მიმდინარე იურიდიული გამოძიებისა” – წერს მაკრონი პლატფორმაზე X, და დასძენს – “ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეთა საქმეა”.
დუროვი ბურჟეს აეროპორტში, პარიზთან ახლოს 24 აგვისტოს დააკავეს და 26 აგვისტოს ის კვლავ პატიმრობაშია, მას დაკითხვას უტარებენ.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, დუროვი ეჭვმიტანილია კავშირში 12 დანაშაულთან – მათ შორისაა კიბერდანაშაულები, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარირების გარეშე.
25 აგვისტოს კომპანია Telegram-მა პლატფორმაზე X გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ დუროვს “დასამალი არაფერი აქვს”, და რომ კომპანია ელოდება “ვითარების სწრაფ გადაჭრას”.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”