გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ 26 აგვისტოს ჩავა კურსკის ელექტროსადგურზე

გაეროს ატომური სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ამბობს, რომ 26 აგვისტოს ჩავა რუსეთში, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე – რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც უკრაინამ ამ რეგიონში მოულოდნელი კონტრშეტევა დაიწყო.
“სერიოზული სიტუაციის გათვალისწინებით, ხვალ პირადად ვუხელმძღვანელებ IAEA-ის მისიას კურსკის ბირთვულ ელექტროსადგურზე რუსეთში” – ამბობს გროსი პლატფორმაზე X.
ბრძოლის ელექტროსადგურთან მიახლოების ფონზე, IAEA რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწოდებს გამოიჩინონ “მაქსიმალური თავშეკავება”, რათა “თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული ავარია, სერიოზული რადიოლოგიური შედეგების პოტენციალით”.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!