ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი

ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად, პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი, იტყობინება საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია. უშბის მწვერვალი ზღვის დონიდან 4710 მეტრის დონეზე მდებარეობს.
„არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული