გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, 27 აგვისტოს ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთისა და ყაზბეგის რაიონის აბონენტებს შეეზღუდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში – ყანობი, კობი, ალმასიანი, უხათი, ზემოოქროყანა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ძალისი, ილტოზა, მუხრანი, ერედა, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”