ანა ნაცვლიშვილი – „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები ს შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ასევე მანდატების გაუქმებაზე საუბრობენ, რადგან ისინი „შეშინებულები არიან“.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წაგებული აქვთ.
„ეს არის განცხადება, რომელსაც შეშინებული ხელისუფლება აკეთებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს. ხელისუფლება, რომელსაც მოგების მოლოდინი აქვს, მსგავსი ტიპის განცხადებებს არ აკეთებს. ეს დამარცხებული და მარცხით შეშინებული ხელისუფლების განცხადებაა, მაგრამ ამ განცხადებით, ისინი ვერავის შეაშინებენ.
რაც შეეხება დასჯაზე საუბარს. თუ ვინმე ამ 12 წლის გამავლობაში „ქართულმა ოცნებამ” დასაჯა, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ სიღარიბით, მუდმივი ინფლაციით, უმუშევრობით, იძულებით მიგრაციით დასაჯეს. ამას დაემატა მურუსიძე-ჩინჩალაძე-ფარცხალაძის უვადოთ დანიშნული უსამართლო მართლმსაჯულების სისტემა. ეს არის ის სასჯელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეებს გამოუტანა და ჩვენ ამ სასჯელს ამდენი წელია ვუყურებთ. 26 ოქტომბერი ის დღე იქნება, როდესაც ამ შეშინებულ, კორუმპირებულ და არაფრის მაქნის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები წარსულში დატოვებენ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.