დარეჯან ცხვიტარია: თურმე, ჩემი დევნით პარტია მიშას უბრუნდება!

გვერდის “ძალა ერთობაშია” ინფორმაციით, დარეჯან ცხვიტარია გადააყენეს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან. გვერდი წერს:
“ადამიანი რომელიც 2 წელია, მზეში, წვიმასა და ქარში, ზამთარ-ზაფხულ, დილიდან საღამომდე, ზის იქ სადაც მიშაა, ციხესთან, კლინიკა ვივამედთან თუ სასამართლოში – გადააყენეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ღირსების, სიმართლის, პრინციპულობის, თავისუფალი აზრის ქონისა და მისი გამოხატვისათვის – პარტიის დღევანდელი მენეჯმენტის შესახებ. მხოლოდ ზაზა გოროზიას, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ მართულ პარტიაში შეიძლება ეგონოთ სასჯელი, თანამდებობისა და სკამის “ჩამორთმევა”, დარეჯან ცხვიტარიას სკამი დიდი ხანია ვივამედის წინ მდგომი სკამია, არაფორმალურად მართული მენეჯმენტისგან ეს მდაბიო ქმედება კი მის ღირსეულ ბრძოლაში “ღირსების ორდენია”.
კომუნისტების დროც მახსოვს და ხუნტის რეპრესიებიც. სამწუხაროდ, ახალი თაობის ბოლშევიკებმა სასჯელი გამომიტანეს თავისუფალი აზრისთვის, პრინციპებისთვის, რომლისთვისაც არც ადრე მიღალატია და არც მომავალში ვუღალატებ. ვაი იმ სამართალს, რომელიც ამბობს, რომ თურმე ჩემი დევნით პარტია მიშას უბრუნდება!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?