საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

ცნობილია, როდის და სად დაკრძალავენ მამა თეიმურაზ ქორიძეს

„ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისათვის, არასოდეს დაივიწყებს მას, – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, პოეტური სულის, გონიერ, სათნო, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, ერთგულ მეუღლესა და მამას, დედისა და ძმის სიხარულს, მრავალთა იმედს…

დიდად ვწუხვართ და, პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ ოჯახს და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას.

მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

ახლა კი იგი უფლის ნებით იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად.

ვლოცავთ მის უკვდავ სულს უფლის სავანესა შინა დამკვიდრების იმედით და შევთხოვთ მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ნუგეში და სულიერი სიმტკიცე მოჰმადლოს მღვდელ თეიმურაზის ოჯახს, სამწყსოსა და საახლობლოს.

მადლიერების ნიშნად კი მისთვის ლოცვა და მის სახელზე კეთილ საქმეთა აღსრულება ჩვენ ყველას გვმართებს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის მოთხოვნებს – შვედეთის საელჩო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვებასა და ვიზუალურ კონტროლს

საელჩო განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან”