ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია – 0,04 ევროთი და 1 ლიტრი 1,53 ევრო ღირს, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო ფასი 0,05 ევროთი შემცირდა და 1 ლიტრის ფასი – 1,54 ევროა.
ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, ფინეთსა და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს დაახლოებით 25-30%-ით აღემატება.
30 ნოემბრის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,11 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.25 ევროს, დიზელის საწვავი – 1,93 ევროს;
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,87 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,02 ევროს, დიზელის საწვავი – 1,82 ევროს;
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,09 ევროს, დიზელის საწვავი – 2,09 ევროს;