რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ესენი არიან პოლიტიკური პროექტები, რომელთაც ერთადერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ – საქართველოს განადგურება

ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ესენი არიან პოლიტიკური პროექტები, რომელთაც ერთადერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ – საქართველოს განადგურება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები დაცლილი არიან პრინციპებისგან, ღირებულებებისგან და ზნეობისგან.
„ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ესენი არიან პოლიტიკური პროექტები, რომელთაც ერთადერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ – საქართველოს განადგურება. ეს ადამიანები დაცლილი არიან პრინციპებისგან, ღირებულებებისგან და ზნეობისგან. ისინი ზუსტად იმ სახეს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და მოქალაქე. თუ ვინმეს უკვირს, მათ ნდობა რატომ არ აქვთ, ეს გასაკვირი აღარ არის.
„ქართულ ოცნებასა” და ამ პროექტებს შორის რა სხვაობაცაა, ეს 26 ოქტომბრამდე კიდევ შთამბეჭდავი და თვალსაჩინო იქნება საქართველოს სასარგებლოდ”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ინდოეთის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე – ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს – ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია

შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?