“ლივერპულის” ზაფხულის პირველი შენაძენი – გადაწყდა, მამარდაშვილი ამ კვირაში ინგლისური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს, 21 აგვისტოს “ლივერპულისა” და “ვალენსიას” წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი განიხილეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რო გარიგება ამ კვირაში ოფიცილურად უნდა დასრულდეს, ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ქართველი “მერსისაიდელთა” ფეხბურთელი და 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი ოფიციალურად გახდება.
გიორგი 1 სეზონით “ვალენსიაში” იჯარით დარჩება, შემდეგ კი “ლივერპულში” გადაბარგდება და ალისონს ჩაანაცვლებს, ვინაც ამ სეზონის შემდეგ სავარაუდოდ, “ენფილდს” დატოვებს.
Გამიხარდება თუ ეს ყველაფერი ასრ მოხდება. Ყოჩაღ გიო, რათქმაუნდა ყველგან ნომერ პირველი უნდა იყო, არავისზე ნაკლები არ ხარ, მითუმეტეს ამ ასაკში როდესაც ყველამ ვიცით მეკარეების პიკის ასაკი გაცილებით მეტია ვიდრე მინდვრის მოთამაშის, მთავარია სულ იშრომო და ის პიკი შენთანაც მოვა. Მჯერა რომ შენ უსაზღვრო პოტენციალი კიდევ გაქვს რომელსაც დარწმუნებული ვარ გამოიყენებ!