“ნაპოლის” ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდში გადავიდა

25 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე “ნაპოლიდან” “იფსვიჩში” გადავიდა, – ამის შესახებ ინგლისური კლუბი იტყობინება.
პრემიერლიგის კლუბს კაიუსტეს ერთსეზონიანი იჯარა 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, გაისად კი 13.5 მილიონად შეეძლება გამოსყიდვა.
კაიუსტე “ნაპოლიში” 2023 წელს “რენიდან” გადაბარგდა. მას თავისი ქვეყნის ნაკრებში 21 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.