სუჯაში უკრაინელებმა დაწვეს მათი საბუთები, ვინც სამხედრო სამსახურს არიდებს თავს

უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც ს ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ათობით დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ამბობენ, რომ სუჯაში სამხედრო კომისარიატში გაანადგურებენ იმ პირების პირად საქმეებს, ვინც სამხედრო სამსახურს არიდებს თავს.
ვიდეო, სადაც ეს პირადი საქმეებია ნაჩვენები, უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა, იური ბუტუსოვმა გამოაქვეყნა.
„ეს საბუთები სუჯას გაწვევის პუნქტში ვიპოვეთ. აქ რუსი ოკუპანტები აგზავნიდნენ ჯარისკაცებს უკრაინელების დასახოცად. საქაღალდეებს შორის არის ერთი, მეტყველი სახელწოდებით: “ძებნილები, სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისგან თავის არიდების გამო”. ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ მოქალაქეებს, ვისაც არ სურთ უკრაინელების წინააღმდეგ ომი და პუტინისთვის სიკვდილი. ასე რომ, ყველა პირადი საქმე გავანადგურეთ“, – თქვა ბუტუსოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი