Geo Team: ხვიჩა 4 საათი ჰოსპიტალში იმყოფებოდა – ის მთელ სხეულში დაბუჟებას გრძნობდა

Geo Team-ის ცნობით, “ვერონასთან” მატჩისას დაშავებული “ნაპოლის” გარემარბი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოთხი საათი იმყოფებოდა:
“ხვიჩა კვარაცხელიამ ცვლილების შემდეგ რამდენიმე საათი ჰოსპიტალში გაატარა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლის” სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით 4 საათი გაატარა.
ფეხბურთელი თავს ცუდად პირველი შეჯახების შემდეგ გრძნობდა, მთელ სხეულში დაბუჯებას გრძნობდა, ტაიმის ბოლოს ფიზიკურმა კონტაქტმა კი სიტუაცია გაართულა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ახლა ყველაფერი მშვიდობითაა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა გუნდისგან 2-დღიან დასვენებას მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში