ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი კიევში 11 სექტემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც არის მიწვეული.
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს მოწვევა საელჩო საშუალებით გადაეცა.
“უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიევში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა”, – თქვა ხარიშინმა IPN-თან საუბარში.
სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში მონაწილეობდა.