ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, ჯუ-ჰო იონგის და ასამბლეის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„მიმოიხილეს როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროების დაახლოების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები საპასუხო ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში მიიწვია. ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს როგორც რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„კორეის რესპუბლიკასთან ჩვენ დაწყებული გვაქვს საუბარი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან მალე დასრულდება. შეხვედრისას საუბარი ასევე იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკაში უვიზო რეჟიმის შემოღებასა და წლის ბოლომდე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის შესახებ,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”