ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, რათა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, – იუწყება სააგენტო Reuters-ი.
ბლინკენი ისრაელში იმ დროს ჩადის, როცა „ჰამასმა“ შუამავლების მიერ მომზადებული სამშვიდობო შეთანხმების მორიგი ტექსტი უარყო და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დააკისრა.
ბლინკენი ომის დაწყებიდან მეცხრე ვიზიტის დროს ისრაელში ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ისრაელის შემდეგ ის ეგვიპტეში ჩავა.
როგორც Reuters-ს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ახლა გარდამტეხი მომენტი დგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი