ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა შარლ მიშელისთვის გაეზიარებინა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა

ამ ღონისძიების პარალელურად პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის. პრემიერ-მინისტრს დღეს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის მუდმივი, ძალიან ხშირი კომუნიკაცია, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე არის ორიენტირებული, გრძელდება.
„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა მისთვის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. რა თქმა უნდა, დადებითად იქნა შეფასებული ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი რეკომენდაცია, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ტრადიციულად მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საერთო თანამშრომლობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ახალ, საინტერესო იმპულსს მოიტანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მომავალი თანამშრომლობისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაუზიარა პრეზიდენტს იმ მოლოდინების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არის. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, რომელიც ახალი ფურცელი იქნება ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ მოლოდინებზე, დადებით მოლოდინებზე და გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოსგან, იყო საუბარი. საუბარი შეეხო ძალიან საინტერესო, კონკრეტულ რეფორმებსაც. პრემიერ-მინისტრმა გაუზიარა პრეზიდენტს ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი დოკუმენტები. საუბარი მაქვს, სამოქმედო გეგმებზე, სადაც გაწერილია ვადებში ჩვენს მიერ მომავალში განსახორციელებელი რეფორმები. კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში რეფორმირებას. ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც იყო საუბარი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსა შორის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს