ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებზეც ყველაზე მეტი მწვანე ბარათი გაიცა – რომელ ადგილზეა საქართველო?

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს მწვანე ბარათი ჯამში 1.018 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მონაცემებს Visualcapitalist აქვეყნებს.
ამავე პერიოდში ჯამში საქართველოს 2 303-მა მოქალაქემ მიიღო მწვანე ბარათი, რითაც რეიტინგში 67-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანე ბარათი თურქეთის მოქალაქეებზე გაიცა და 7 001 შეადგინა, რითაც რეიტინგში 30-ე ადგილი დაიკავა.
2022 წელს საქართველოს მოქალაქეებზე მეტი მწვანე ბარათი სომხეთის მოქალაქეებმა მიიღეს. სომხეთი რეიტინგში 3 037 მწვანე ბარათით 57-ე ადგილზეა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის 94-ე ადგილს იკავებს, 1 129 მწვანე ბარათით.
საანგარიშო პერიოდში ს ომის პირველი წელი მიმდინარეობდა. ამ პერიოდში უკრაინის 11 621-მა მოქალაქემ მიიღო მწვანე ბარათი (21-ე ადგილი). რუსეთის მოქალაქეებზე კი 8 906 ბარათი (27-ე ადგილი) გაიცა.
ამასთანავე, 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანე ბარათი მექსიკის მოქალაქეებმა მიიღეს, მეორე და მესამე ადგილებს კი ინდოეთი და ჩინეთი ინაწილებენ. უფრო კონკრეტულად, -10 ქვეყანა მწვანე ბარათების რაოდენობით ასე გამოყურება:
მექსიკა – 138 772;
ინდოეთი – 127 012;
ჩინეთი – 67 950;
დომინიკის რესპუბლიკა – 40 152;
კუბა – 36 642;
ფილიპინები – 35 998;
ელ სალვადორი – 30 876;
ვიეტნამი – 24 425;
ბრაზილია – 24 169;
კოლუმბია – 21 723.
ცნობისთვის, მწვანე ბარათი -ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ