ალექსეი ნავალნის ქვრივმა მიიღო “პირველი და ერთადერთი” ოფიციალური დოკუმენტი ქმრის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ

იულია ნავალნაიამ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს ქვრივმა, 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ს ხელისუფლების მიერ მოწოდებული სამგვერდიანი დოკუმენტი არ იძლევა დამაჯერებელ ახსნას ექვსი თვის წინ სასჯელაღსრულების კოლონიაში თავისი ქმრის სიკვდილზე.
ნავალნაიამ YouTube-ით გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ მან მიიღო “პირველი და ერთადერთი” ოფიციალური დოკუმენტი ნავალნის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ.
სამგვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს არ იყო დანაშაულის შედეგი და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს სისხლის სამართლის გამოძიებისთვის.
ნავალნაიამ, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს, განაცხადა, რომ ყველას სურს იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში: როგორ გარდაიცვალა ნავალნი, ვინ იყო მასთან იმ დროს, რა სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მისი თქმით, “სხვა ბევრი კითხვაა ჰაერში”, როგორიცაა იყო თუ არა მისი გადარჩენის მცდელობები, რატომ არ გადასცეს დიდხანს ცხედარი ოჯახს.
ფორუმი