Marca-ს ინფორმაციით, ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო აშშ-ის ნაკრებს ჩაიბარებს. 52 წლის სპეციალისტი ბოლოს “ჩელსის” წვრთნიდა, საიდანაც ამ ზაფხულს დაითხოვეს.
გამოცდილმა მენეჯერმა გრეგ ბერგლოჰტერი უნდა ჩაანაცვლოს, ვინაც 2024 წლის კოპა ამერიკაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
პოჩეტინო სანაკრებო დონეზე პირველად იმუშავებს და მისი მიზანი 2026 წლის მუნდიალზე კარგად გამოსვლა იქნება, სადაც აშშ საშინაო კედლებში ითამაშებს, ჩემპიონატი კი ასევე კანადასა და მექსიკაშიც გაიმართება.