უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 29 დრონი და 3 X-59 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, ავიაციამ და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული 29 დრონი ჩამოაგდეს“, – განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ