რუსეთს კალინინგრადიდან ჯარისკაცები კურსკში გადაჰყავს – ლიეტუვა

სამშაბათს, 13 აგვისტოს, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასიუნასმა განაცხადა, რომ რუსეთს კალინინგრადის რეგიონიდან ჯარისკაცები გადაჰყავს, რათა კურსკის ოლქში უკრაინის თავდასხმას დაუპირისპირდეს.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ გადაჰყავთ ჯარები კალინინგრადიდან კურსკში“, – თქვა მან კიევში უკრაინის პრეზიდენტთან სთან შეხვედრაზე.
კასიუნასმა ასევე განმარტა, რომ კურსკის რეგიონზე შეტევა კალინინგრადის რეგიონის „დემილიტარიზაციას“ ახდენს.
მე ვეუბნებოდი ლიეტუველ ხალხს – ნახეთ, როგორ იბრძვიან უკრაინელები თქვენთვის. მათი ბრძოლის გამო, რუსეთს უწევს ჯარების გაყვანა კალინინგრადიდან. ჩვენ ამას კალინინგრადის “დემილიტარიზაციასაც” ვუწოდებთ. ეს ხდება [უკრაინელი] სამხედროების და მათი გადაწყვეტილებების წყალობით”, – ამბობს კასიუნასი.
კალინინგრადი, წარსულში ცნობილი, როგორც კიონიგსბერგი, ს ფედერაციის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღმოჩნდა, როდესაც დამარცხებული ნაცისტური გერმანიის აღმოსავლეთ ტერიტორიები საბჭოთა კავშირმა და პოლონეთმა გადაინაწილეს.
მანამდე ტერიტორია გერმანულ და პრუსიულ სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ.
საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, კალინინგრადი დანარჩენი რუსეთისგან იზოლირებული არ ყოფილა, რადგან მას აღმოსავლეთით ლიეტუვას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ესაზღვრებოდა, ხოლო საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გადაადგილება თავისუფალი იყო.
თუმცა საბჭოთა სახელმწიფოს ნგრევისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ევროპის შუაგულში რუსეთისგან გამოყოფილ ტერიტორიად ჩამოყალიბდა, რამაც თანამედროვე რუსეთისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.
კალინინგრადის ოლქშია განთავსებული რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტი, სარაკეტო, საარტილერიო, საჰაერო, სატანკო, სადესანტო და მექანიზებული ბრიგადები. კრემლს ოლქში შეუძლია შორი, საშუალო და მოკლე მანძილის დამიზნებითი ან არაზუსტი სარაკეტო სისტემების განთავსება და ბირთვული წყალქვეშა ნავების მიღება.
კალინინგრადის კონტროლით რუსეთი დამატებით აკონტროლებს ბალტიის ზღვის აკვატორიასაც.
კალინინგრადი მნიშვნელოვანი თემაა ბალტიისპირეთისთვის, რადგან რუსეთს სუვალკის დერეფნის გასაკონტროლებლად იქ თავისი ჯარების გამოყენება შეუძლია. მსგავსმა კონფლიქტმა შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს დანარჩენ მოკავშირეებს მოწყვიტოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ 13 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი მოიპოვეს რუსეთის კურსკის ოლქის 74 დასახლებაზე. ერთ კვირაზე მეტია, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას ატარებენ. სირსკის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.