CNN- ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, სრეტა ტავისინმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც თავის კაბინეტში თანამდებობაზე წარსულში ნასამართლევი ყოფილი ადვოკატი დანიშნა.
პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის კაბინეტის გადაყენებას მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პოპულარული პროგრესული პარტია „წინსვლა“ დაშალა, რომელმაც გასულ წელს გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა და მის ლიდერებს 10 წლით პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაურა კასტელი – მიუღებელია, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, როცა უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში, ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია