ჯოზეფ ბორელი კურსკში უკრაინელების შეტევაზე – პუტინი იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სთან ს კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინის კონტრშეტევა განიხილეს.
„დმიტრო კულებასთან ფრონტის ხაზზე უახლესი მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა განვიხილე. გავიმეორე, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას“, – წერს ბორელი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა ვერ შეძლო.
„პუტინმა ვერ მოახერხა მისი გაუმართლებელი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვა და ახლა იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს“, – აცხადებს ბორელი.

ასევე დაგაინტერესებთ