ბაიდენი კურსკის ოპერაციაზე: ეს პუტინისთვის ნამდვილი დილემაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად გააკეთა კომენტარი ს კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე, რომელიც 6 აგვისტოდან მიმდინარეობს.
13 აგვისტოს, ახალ ორლეანში მყოფმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ნამდვილი დილემაა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, პირდაპირი და მუდმივი კონტაქტი აქვთ უკრაინელებთან და სანამ მოვლენები ვითარდება, სხვას ვერაფერს იტყვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში.
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის წინსვლა შეჩერებულია და მას დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა, დამოუკიდებელი წყაროები ამას არ ადასტურებენ.
სთან მოსაზღვრე რაიონებში შექმნილი სიტუაციის გამო 12 აგვისტოს მოსკოვში გამართულ თათბირზე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ პროვოკაციაში დაადანაშაულა და „ღირსეული პასუხით“ დაემუქრა. პუტინის განცხადებით, ს პროვოკაცია მიმართულია მომავალი მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერებისკენ, თუმცა აზრს მოკლებულია კონტაქტი მთავრობასთან, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას უტევს.
რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მუდმივად უტევს ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს