რუსეთის კურსკის, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში წუხელ უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ოლქში „დიდი რაოდენობით თვითმფრინავის ტიპის დრონის“ ლიკვიდაცია განხორციელდა.
გუბერნატორის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაფიქსირდა ცალკეული საცხოვრებელი კორპუსების, საყოფაცხოვრებო შენობებისა და ავტომობილების დაზიანება, მშრალი მცენარეული საფარის ხანძარი.
ამასთან, „ტელეგრამ“ არხებზე ქვეყნდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია აფეთქებები ქალაქ ბორისოგლებსკში, ვორონეჟის ოლქში. აღსანიშნავია, რომ ქალაქში სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.
კურსკის ოლქში, ღამის განმავლობაში, სარაკეტო საფრთხე ორჯერ დაფიქსირდა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო. აფეთქება ასევე დაფიქსირდა კურსკის ოლქის ქალაქ ჟელეზნოგორსკში.
გარდა ამისა, დრონებით თავდასხმები განხორციელდა ორიოლის ოლქში. თავდასხმის ამსახველ ვიდეო მასალას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ადგილობრივ ხელისუფლებას, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად