ეროვნული მუზეუმი: გარედან შემოტანილ ექსპონატებზე მწერები აღმოჩნდა, ხელოვნების ნიმუშებს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, დროებითი ექსპოზიციისას გარედან შეტანილ რამდენიმე ექსპონატზე მწერები აღმოჩნდა. მუზეუმი ამით ეხმაურება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გალერეაში ექსპონატებზე ბაღლინჯოები აღმოაჩინეს.
ეროვნული მუზეუმი ირწმუნება, რომ ხელოვნების ნიმუშებს საფრთხე არ ემუქრება და რომ ადმინისტრაციამ “დაუყოვნებლივ” გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.
“საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები – საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.
აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება”, – წერია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში, სადაც, ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული გალერეა 16 აგვისტოდან გაიხსნება.
13 აგვისტოს ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 16 აგვისტომდე დაიკეტა, მიზეზი კი მათივე ცნობით, ბაღლინჯოებია, რომელიც ექსპონატებზე აღმოაჩინეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი