პოლ სქოულზმა პრემიერლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა პოლ სქოულზმა პრემიერლიგის 2024/2025 წლების სეზონის ფავორიტი დაასახელა.
ინგლისელის აზრით, ამ სეზონში პრემიერლიგას “არსენალი” მოიგებს.
“უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ წელს პრემიერლიგას “არსენალი” მოიგებს. მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით “მეთოფეებმა” ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უდიდესი პროგრესი განიცადეს. ვფიქრობ, ამ სეზონში პირველობას არავის დაუთმობენ”, – განაცხადა სქოულზმა BeiN Sports-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის 2024/2025 წლების სეზონი 16 აგვისტოს, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ფულემის” დაპირისპირებით გაიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში