ვოლოდიმირ ზელენსკი – კონტრშეტევაში სასურველს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უკან არ ვიხევთ – ყველა იარაღი ვერ მივიღეთ, რომელიც გვსურდა, მაგრამ ძალიან ჩივილიც არ შემიძლია

კონტრშეტევაში სასურველს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უკან არ ვიხევთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ნახეთ, უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ. მსოფლიოში მეორე არმიასთან ვიბრძვით, კმაყოფილი ვარ. ხალხს ვკარგავთ, კმაყოფილი არ ვარ. ყველა იარაღი ვერ მივიღეთ, რომელიც გვსურდა, არ შემიძლია კმაყოფილი ვიყო, მაგრამ ძალიან ჩივილიც არ შემიძლია…
უფრო სწრაფი შედეგები გვსურდა. ამ მხრივ, სამწუხაროდ, სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. და ეს ფაქტია…
არასაკმარისი ძალებია, რომ სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მივაღწიოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვყაროთ, რომ უნდა დავნებდეთ. საკუთარ ქმედებებში დარწმუნებულები ვართ. იმისთვის ვიბრძვით, რაც გვეკუთვნის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ მოკავშირეებისგან ყველა საჭირო შეიარაღება არ მიიღო, ხოლო შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდულობამ სწრაფად წინსვლის საშუალება არ მისცა.
თუმცა, ზელენსკის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული დადებითი შედეგები მიღწეულ იქნა უფრო კარგად შეიარაღებული და გამაგრებული მტრის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ