ბულგარეთის პორტში აღმოაჩინეს 38 მილიონი დოლარის ღირებულების ჰეროინი, ტრაილერი ყირგიზეთისა და საქართველოს გავლით ჩავიდა

ბულგარეთის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ბურგასში აღმოაჩინეს 436 კილოგრამამდე ჰეროინი – იუწყება რეგიონული პროკურატურა 12 აგვისტოს.
ჰეროინი დანაწევრებული იყო 434 პაკეტში, რომლებიც დამალული იყო ტრაილერის ოფიციალურად დეკლარირებულ ტვირთში. როგორც ვარაუდობენ, დაფასოებული ჰეროინის საერთო ღირებულება 38 მილიონ დოლარამდეა.
როგორც იუწყებიან, ივლისის ბოლოს ეს ტრაილერი დან სახმელეთო გზით ჩავიდა საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში, იქიდან კი ბურგასში გაემგზავრა. ბულგარეთიდან ტრეილერი უნდა გადასულიყო საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში.
ბულგარეთმა – რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპისკენ ნარკოტიკების გადაზიდვის გზაზე მდებარეობს – ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნარკოტიკების ტრეფიკინგთან საბრძოლველად.