დანიშვნიდან რამდენიმე დღეში გადადგა ირანის ვიცე-პრეზიდენტი ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა 12 აგვისტოს გამოაცხადა, რომ გასულ კვირაში გადადგა თავისი ახალი თანამდებობიდან, ვიცე-პრეზიდენტობიდან.
ჯარიფი პლატფორმაზე X ასახელებს გადადგომის რამდენიმე მიზეზს, მათ შორის ზეწოლას, რომელიც მან დანიშვნის შემდეგ განიცადა, რადგან მისი შვილები -ის მოქალაქეები არიან.
ახლადარჩეულმა რეფორმატორმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ზარიფი ორ კვირაზე ნაკლები დროის წინ დაასახელა ვიცე-პრეზიდენტად.
ზარიფი – რომელმაც 2015 წელს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან შეთანხმა საეტაპო მნიშვნელობის ატომური ხელშეკრულება – ამბობს, რომ აპირებს საუნივერსიტეტო სივრცეს დაუბრუნდეს და ნაკლებად კონცენტრირდეს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია