ევროკავშირის ოთხი ქვეყანა საბერძნეთში მეხანძრეებს გაგზავნის

ევროკავშირის ოთხი სახელმწიფო საბერძნეთში მეხანძრეებს გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესმდივანი, ბალაჟ უჯვარი ავრცელებს.
„საბერძნეთის ხელისუფლების თხოვნით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ამოქმედდა“, – განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა.
უჯვარის განცხადებით, ტყის ხანძართან საბრძოლველად მეხანძრეებს იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გაგზავნიან.
შეგახსენებთ, საბერძნეთში ტყის ხანძარი დედაქალაქ ათენთან ახლოს მძვინვარებს. ხელისუფლებამ დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა