ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა – კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. და მოსკოვი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთში ამტკიცებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკრაინელების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონის დაბომბვის შედეგად გაუჩნდა. რუსების ცნობით, ექვსივე ენერგობლოკი გაგრილების სისტემაზეა გადაყვანილი, ხოლო რადიაციული ფონი ნორმაშია.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული მდგომარეობის ცვლილება არ დაფიქსირებულა. კიევში დარწმუნებული არიან, რომ ხანძარი სადგურის ტერიტორიაზე რუსებმა გააჩაღეს. ამის შესახებ მ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას ელოდება.