მთავრობამ Covid-მართვისთვის გამოყოფილი აუთვისებელი ₾3.7მლნ-ის გამოყენების უფლება გასცა

მთავრობამ სამედიცინო ჰოლდინგს უფლება მისცა 2020 წელს Covid-19-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი 3.7 მლნ ლარი გამოიყენოს.
განკარგულებიდან არ ჩანს კონკრეტულად რომელი სამედიცინო დაწესებულებებისთვის არის ეს თანხა განკუთვნილი.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, სამედიცინო ჰოლდინგს და ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალათ მათ შორის გაფორმებული „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ხელშეკრულება ამ განკარგულებაში შესაბამისობაში მოიყვანონ.
ჰოლდინგმა აღნიშნული თანხა მის მართვაში/საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მიმდინარე საოპერაციო/ყოველდღიური ხარჯების უზრუნველსაყოფად და არსებული ვალდებულებების დასაფარად (მათ შორის, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, თანხის კაპიტალში შეტანის გზით).