2024 წლის 15 ივნისს ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნა. მაშინ მკითხველმა წყვილის ფოტოები და კადრები ნიშნობიდან Marao.ge-ზე იხილა, თუმცა არც მარიამი და არც მისი ოჯახის წევრები საჯაროდ ამ თემაზე არ საუბრობდნენ.
როგორც ambebi.ge წერს, მარიამ გეგუჩაძის რჩეული პოლიტიკოსის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის უფროსი ვაჟი, 26 წლის გიორგი მჭედლიშვილია. გიორგი სოციალური ქსელების მომხმარებელი არ არის და მისი საჯარო პროფილი არ იძებნება.
მარიამი პატარა ასაკიდანვე აქტიურად იყო ჩართული დედის საქმიანობაში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ნანუკას გადაცემაში საკუთარი რუბრიკა ჰქონდა და მაყურებელს წარმატებულ და საინტერესო ახალგაზრდებს აცნობდა. როგორც ცნობილია, მარიამმა კარგი განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთ მიიღო. კერძოდ, სწავლა ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში გააგრძელა:
“დღეს დილით მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე, ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან, რომ გამორჩეული ბავშვია და …. მერიდება დავწერო, კიდევ რას მწერენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსებზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე, მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვა “რას ვგრძნობ?” დროულია! ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა” – წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში 2014 წელს.
მას შემდეგ, რაც მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ დაასრულა, საქართველოში დაბრუნდა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა აქციაზე, საპროტესტო გამოსვლასა თუ დემონსტრაციაზე და ღიად აფიქსირებს საკუთარ განწყობას ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ.
მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში დეპრესიასა და რთულ პერიოდზე ისაუბრა:
· “როცა პატარები და ბედნიერები ვიყავით” – ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის ფოტოები მამასთან, ნიკოლოზ გეგუჩაძესთან ერთად
მაქვს ჩემი პრობლემები, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობის. პირველად აშშ-ში დამეწყო პანიკური შეტევები და მძიმე დეპრესია. მთავარი მაშინ ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რომ არსებობდა პანიკური შეტევები. დაგუგვლისაც მეშინოდა. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ გუგლის საშუალებით დიაგნოზის დასმა არ არის სწორი. მთელი ენერგია გადამქონდა სწავლაში. სამაგიეროდ, სხვა ცხოვრება არ მქონდა… ეს შეგრძნებები მახსოვს ეტაპებად, რადგან ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი მათ დავიწყებას. როცა ვლაპარაკობდი, არ მქონდა იმის განცდა, რომ მე ვაკონტროლებდი ამას, მეგონა, ავტომატურად ხდებოდა. ერთი მძიმე ინციდენტის შემდეგ დამეწყო ჭინჭრის ციება… რაღაც პერიოდი პანიკურ შეტევებს ისე ვმართავდი, რომ არ ვიმჩნევდი. ამ დროს, ტანზე ან სახეზე ჭინჭრის ციება მეწყებოდა და ჩემი სხეული გამოხატავდა ცუდად ყოფნას. საერთოდ ენერგია არ მქონდა, ფეხზე ვერ ვდგებოდი, სახლიდან ვერ გავდიოდი და არ მსიამოვნებდა ადამიანებთან კომუნიკაცია… პარიზში ჩემი მეგობარი რომ გარდაიცვალა, უკვე ვეღარ ვმალავდი, ბოლომდე დავიშალე და გავნადგურდი. ვიარე ფსიქოლოგებთანაც და ფსიქიატრებთანაც… არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს დაამარცხეს. ჩემი პირველი ნაბიჯი იყო, როცა ამ ყველაფრის აღარ მეშინოდა, მე დავდექი მასზე მაღლა. მივხვდი, რომ მე უნდა ვმართო ის და არა მან – მე. ეს რომ კარგად გავაცნობიერე და ამის კეთება დავიწყე, საკუთარი თავის მართვა დავიწყე და შევეჩვიე, მივიღე…“ – ამბობდა მარიამი.
ამჯერად მარიამ გეგუჩაძე რომანტიკულ კადრებს საფრანგეთიდან აქვეყნებს. ის ზაფხულს ნიცაში ატარებს და ულამაზეს ფონზე ნიშნობის ბეჭდის ფოტოებსაც აქვეყნებს.