გორში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება

გორში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„სპორტულ და დასასვენებელ სივრცეში მოეწყობა: ცალფარიანი კალათბურთის მოედანი, ბილიკები, წყლის სისტემა, ტრენაჟორები, დეკორატიული ღობე, ორკომპონენტიანი გაზონი, სარწყავი სისტემა, ახალი ლამპიონები.
გარდა ამისა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და დასასვენებელ სივრცეში განთავსდება საპარკე ავეჯი. სკვერისა და მოედნის ფართობი 1000 კვადრატული მეტრია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.