ოჯახზე 1000 ლარი – სტიქიით დაზარალებული 229 ოჯახისთვის ერთჯერადი კომპენსაცია დაწესდა

ერთ ოჯახზე 1 000 ლარი – 2024 წლის მაისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 229 ოჯახისთვის ერთჯერადი კომპენსაცია დაწესდა, – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილ 229 ათას ლარს ჯანდაცვის სამინისტრო შემდეგ მუნიციპალიტეტებს გადასცემს:
· ახალგორის მუნიციპალიტეტი – 96 ათასი ლარი;
· ერედვის მუნიციპალიტეტი – 12 ათასი ლარი;
· თიღვის მუნიციპალიტეტი – 20 ათასი ლარი;
· ქურთის მუნიციპალიტეტი – 101 ათასი ლარი.
გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.