რუსეთში Signal-ი დაიბლოკა

რუსეთში დაცული საკომუნიკაციო პროგრამა „სიგნალი“ დაიბლოკა. „როსკომნადზორის“ განმარტებით, აპლიკაცია რუსეთში კანონდარღვევისთვის დაიბლოკა.
“საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ზე წვდომა შეიზღუდა რუსული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გათვალისწინებით, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის აპლიკაციის გამოყენებას შეუშალოს ხელი”, – წერია როსკომნადზორის პრესრელიზში.
გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენება შეზღუდვის მიუხედავად VPN-ით შეიძლება ან ბლოკისთვის თავის ასარიდებლად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე.
Signal-ი ერთ-ერთი ყველაზე დაცული აპლიკაციაა, რომელიც ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, ტექსტური შეტყობინებებისა თუ ზარებისთვის, ორმხრივ დაშიფვრას იყენებს, რაც სპეცსამსახურებსა და სხვა მსურველებს მომხმარებელთა კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში ხელს უშლის. გარდა ამისა, Signal-ი თავის მომხმარებლებზე სხვა აპლიკაციებთან შედარებით ნაკლებ მონაცემებს აგროვებს და ინახავს.
წყარო: BM.GE