ბორჯომში ავტობაზის ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა

მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც კომერსანტს, ბორჯომის მერიიდან აცნობეს, პროექტის თანახმად, განხორციელდა ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომები მოეწყო მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო.
ამასთან, მოეწყო ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოწესრიგდა კანალიზაციის ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.