ისტორიაში საუკეთესო ბიზნესგარიგებების რეიტინგი

ბიზნესი გარიგებებზე დგას, რადგან ხშირად, კომპანიის შეძენის გადაწყვეტილება უფრო სარფიანია, ვიდრე პროდუქტის, სერვისისა თუ კომპანიის ნულიდან შექმნა. გარიგებისთვის შესაბამისი კომპანიისა და დროის შერჩევა იმდენად დელიკატური საქმეა, რომ ხშირად, ასეთი ნაბიჯები საჭადრაკო დაფაზე გადადგმულ სვლებს ჰგავს. ბოლო წლებში, რამდენიმე გარიგება გამორჩეულად წარმატებული გამოდგა – ის რად ღირს, Disney-მ Pixar-ი და Marvel-ი რომ შეიძინა, რითაც შემოქმედებითი გენია და ფაქტობრივად ფასდაუდებელი ინტელექტუალური საკუთრება მიიღო.
დღეს, სწორედ გლობალური კორპორაციული სამყაროს მთავარი გარიგებებზე მოგიყვებით – ისეთ შენაძენებზე, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს.