გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის, თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპელებმა სცადეს, ნაფტალინიდან ამოეღოთ კონფლიქტი, რომელიც აქტუალური აღარ არის, რათა ძირი გამოუთხარონ რუსეთს-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის ძალისხმევას – რუსეთის რწმუნებული გაეროში 2008 წლის ომზე