“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი იზრდება

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება.
ს განცხადებით, ყოფილ თანამოაზრეებთან კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საშუალება, მანიფესტზე ხელის მოწერა და იმ იდეების გაზიარებაა, რასაც თავად აჟღერებენ.
“ყველა ის ადამიანი, ძველი პოლიტსაბჭოს წევრი, ვინც აღიარებს ერთიანობის მანიფესტის სულისკვეთებას და მზად არის, რომ ს ხელმძღვანელობით პარტიასთან ერთად ჩაებან “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მათთვის კარი ღია იქნება. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ერთიანობისკენ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ს მხარდამჭერები კი ლევან ხაბეიშვილს კვლავ მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში პარტიაში განვითარებულ მოვლენებზე. ამბობენ, რომ პარტია დამოუკიდებელმა პირმა უნდა მართოს.
“მოვუწოდებთ ლევან ხაბეიშვილს, გაანალიზოს მისი როლი ამ პროცესში და შეძლოს საკუთარი ინტერესების უკალა პლანზე გადაწევა. არც და არც ნიკა მელია არ მესახება იმ ადამიანად, რომლებიც შეძლებენ დაპირისპირებული მხარეების გაერთიანებას. ან ეს პოზიცია არჩევნებამდე უნდა იყოს ვაკანტური და მაგალითად, პოლიტსაბჭომ ან ასეთმა კოლეგიალურმა საბჭომ უნდა მართოს “ნაციონალური მოძრაობა” ან ამ პოზიციაზე უნდა იყოს ადამიანი, რომლის მიმართაც არ იქნება კითხვის ნიშნები, რომ ეს ადამიანი არის მხარე”, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაფერი გაკეთდება, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ პოლიტიკური სისტემა და კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ საერთაშორისო პოზიციები

აგენტურისათვის ამ ტრაგიკული პროცესების შემდეგ, ჟანრის კანონის მიხედვით თვითგანადგურების პროცესი უნდა დაასრულონ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გვარამიამ ან რომელიმე მისმა მსგავსმა წვრილფეხა აგენტმა თავი ყულფში გაჰყოს და ხეზე ჩამოიკიდოს