ირაკლი ქადაგიშვილი – გასარკვევი და გამოსაკვლევია, პროვოკაცია, რასაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული იყო

გასარკვევი და გამოსაკვლევია, პროვოკაცია, რასაც 2008 წელს წამოეგო, მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
როგორც უმრავლესობის დეპუტატმა ამ კონტექსტში აღნიშნა, კარგად დასანახია მთელი ის პროცესი, რასაც ომის დაწყებამდე ჰქონდა ადგილი.
„ფაქტია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო. ეს პროვოკაცია როგორ და რანაირად მოხდა, გამოძიება და ფაქტებისა და პროცესების შესაბამისი ანალიზი სწორედ ამას სჭირდება! კარგად უნდა დავინახოთ მთელი ის პროცესი, რომელიც ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა.
გვახსოვს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი, რომელმაც საქართველოში ს კონფლიქტის დარეგულირების გეგმა ჩამოიტანა. გვახსოვს, როგორ მოიშორა ეს გეგმა და მისი ჩამომტანი მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ ბევრი რამ არის გასარკვევი და გამოსაკვლევი – პროვოკაცია, რასაც მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, იყო მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ