გუგეშაშვილი სათადარიგო იყო – “ყარაბაღი” ჯგუფიდან გასვლასთან ახლოსაა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „ყარაბაღმა“ ნორვეგიაში „მოლდესთან“ ფრეს მიღწია – 2:2.
სტუმართა გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო იყო.
H ჯგუფიდან „ბაიერი“ უკვე გასული იყო, რომელმაც დღეს „ჰაკენს“ შვედეთში 2:0 მოუგო. „ყარაბაღი“ 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე „მოლდეა.
აზერბიჯანული გუნდი 14 დეკემბერს, ბოლო ტურში უქულო „ჰაკენს“ უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ახლოსაა.
მოლდე – ყარაბაღი 2:2
გოლები: 0:1 ჟუნინიო (11), 1:1 ერიკსენი (82), 2:1 ერიკსენი (87), 2:2 მუსტაფაზადე (90+5)
-15NOV/01/5-5-gugesasvili.jpg” border=”0″ alt=”alt” title=”გუგეშაშვილი სათადარიგო იყო – “ყარაბაღი” ჯგუფიდან გასვლასთან ახლოსაა” style=”height: 50px; width: 50px;” />არ გაუმართლა – შეცვლაზე შესულ გუგეშაშვილს “ბაიერის” თავდამსხმელმა პენალტი გაუტანა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ