ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი გახდა

8 აგვისტოს ბანგლადეშის პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ფიცი დადო ნობელის მშვიდობის პრემიის 84 წლის ლაურეატმა მუჰამედ იუნუსმა. იგი ქვეყნის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა მას შემდეგ, რაც მასობრივი დემონსტრაციებისა და ძალადობის ტალღის შემდეგ ქვეყანა დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ.
აქციები რამდენიმე კვირა გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში აქციების 400-მდე მონაწილე დაიღუპა.
მუჰამედ იუნუსი, რომელიც ჰასინას ვეტერანი პოლიტიკური ოპონენტია, პარიზიდან ბანგლადეშში 8 აგვისტოს დაბრუნდა.
გადაწყვეტილება მუჰამედ იუნუსის დროებით პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ 7 აგვისტოს, დილით, გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალურმა პრეზიდენტმა.
მუჰამედ იუნუსი ბიზნესმენი, ბანკირი, ეკონომისტი და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერია. მას 2006 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, Grameen Bank-ის დაარსებისა და მიკროკრედიტისა და მიკროდაფინანსების კონცეფციათა დანერგვისთვის.
რადიო თავისუფლება