საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი და ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლორენ იდსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ნატა წნორიაშვილი ესწრებოდნენ.
უწყების განმარტებით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გაბიტაშვილმა ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება. გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის ელჩს, ასევე, პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თავის მხრივ, გიორგი გაბიტაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?