ნაგასაკიში ატომური ბომბის მსხვერპლთა ხსოვნის ყოველწლიურ შეხვედრაზე G7-ის წარგზავნილები არ მივლენ, რადგან არაა მიწვეული

იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა განაცხადა, რომ არ შეცვლის გადაწყვეტილებას და ისრაელის წარმომადგენელი არ იქნება მიწვეული ქალაქის თავზე ატომური ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ -ის და „დიდი შვიდეულის“ (G7) სხვა ქვეყნები უარს ამბობენ დაესწრონ ცერემონიას, რადგან არ მიიწვიეს.
ნაგასაკის მერის, შირო სუძუკის განმარტებით, „ისრაელის ელჩი არ მიიწვიეს არა პოლიტიკური მოტივით, არამედ იმიტომ, რომ ცერემონია მშვიდ და საზეიმო ატმოსფეროში გვსურს ჩავატაროთ“.
დასავლეთის მოკავშირე ეს სახელმწიფო, სიაში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მოხვდა იმის შედეგად, რომ არ მიიწვიეს, წერს Reuters-ი.
-მა 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმას, ხოლო 9 აგვისტოს ნაგასაკის თავზე ააფეთქა ატომური ბომბები, რასაც ემსხვერპლა ათეულ ათასობით ადამიანი და მოჰყვა არნახული ნგრევა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)